საოჯახო სასტუმრო კოსმოსი, ტურისტულინ ცენტრი.  
 
სატუმრო კოსმოსი, ტურისტული ცენტრი მდებარეობს ქ. თბილისში ყველაზე პრესტიჟულ - ვაკის რაიონში, ცხვედაძის ქ # 14ა
აღნიშნული საოჯახო სასტუმრო განთავსებულია ქ.თბილისში ეკოლოგიურად ერთ-ერთ ყველაზე სუფთა ადგილას, თრიალეთის ქედზე, ქალაქზე ხედით. ზემოაღნიშნული სასტუმრო წარმოადგენს სამსართულიან შენობა-ნაგებობას, რომლის საერთო ფართია - 300 კვ.მ.  საოჯახო სასტუმროში არის 5 ოთახი და 3 სველი წერტილი.  სასტუმრო გათვლილია - 12 ადამიანზე. სასტუმრო კოსმოსში არის  კონდიცირება, ცენტრალური გათბობა, ბუხარი, ინტერნეტი WIFI, კაბელური ტელევიზია და ავტოსადგომი. აღსანიშნავია, რომ შესაძლებელია ტრანსპორტით და კვებით უზრუნველყოფა.


კობა დუშუაშვილი - სასტუმროს მენეჯერი

ძვირფასო სტუმრებო !
მოგახსენებთ, რომ საქართველო არის ცნობილი თავისი სტუმარმასპინძლობით. ყველა ქართველისთვის და მათ  შორის ჩემთვისაც.  სტუმრის მიღება არის განსაკუთრებული პატივი. მოხარული ვიქნები  თქვენი მასპინძელი ვიყო არა მარტო ჩემს სასტუმროში, არამედ მთელს ქვეყანაში. ყველანაირად ვეცდები დაგეხმაროთ როგორც დასვენებასა და ქვეყნის დათვალიერებაში, ასევე სხვა სახის საქმიანობაში.